კომპანიების შავ სიას უფრო ვამკაცრებთ – ლევან რაზმაძე

კომპანიების შავ სიას უფრო ვამკაცრებთ – ლევან რაზმაძე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ამბობს, რომ შესყიდვების შესახებ ახალი კანონით შავი სია მკაცრდება.

BMG-ის კითხვაზე, რამდენად პრობლემატურია, რომ შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვედრას კომპანიები სასამართლოში ასაჩივრებენ და თეთრ სიაში ინაცვლებენ, ასევე იგეგმება თუ არა სიახლე ამ მიმართულებით, ლევან რაზმაძე განმარტავს, რომ მიდგომა გამკაცრდება და შედეგად, შავ სიაში მოხვედრილი კომპანიის დამფუძნებელს ახალი კომპანიის დაფუძნება აღარ შეეძლება.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ლევან რაზმაძის თქმით, საკითხზე კომუნიკაცია იყო.

„რაც შეეხება ახალ კანონმდებლობას. მინდა გითხრათ, რომ შავ სიას უფრო ვამკაცრებთ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ აქამდე თუ დამფუძნებელს კიდევ შეეძლო კომპანიის დაფუძნება და მუშაობის გაგრძელება, ახლა აღარ შეეძლება და კვალდაკვალ მივყვებით მის ქმედებას.

რაც შეეხება გასაჩივრებების თემას, ჩვენ სასამართლოებთან გვაქვს ინტენსიური შეხვედრები და ვუხსნით, რომ გასაჩივრების შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არასამართლიანად ოპერირებს ისევ ბაზარზე შავი სიის მიუხედავად, აუცილებელია, რომ უფრო მეტი ჩაკითხვა იყოს საქმის განხილვის პერიოდში და გადაწყვეტილებები იყოს უფრო სკრუპულოზურად მიღებული. თუმცა ჩვენ მოსამართლეების გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევით“,- თქვა ლევან რაზმაძემ.

შესყიდვების შესახებ ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის თებერვალში მიიღო და მისი ამოქმედება ეტაპობრივად, 2025 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…